* * *

* * *

შენ ვერ იქნები მზეთუნახავი რადგან შენ მზე ხარ
როგორც სანთელი ანთებული ჩემს თვალწინ დგეხარ
მე მზეზე უკეთ შენი თბილი ხელები მათბობს
და რომ შემეძლოს ჩავიკრავდი გულში ჩემს მნათობს

* * *

უცებ აცივა, მოგონებებს დაფარავს ნისლი
სევდით შემათრობს და შენს ლანდებს თეთრად დახატავს
მე ამ მორევში შენს ცივ მზერას დავუწყებ ძებნას
დაბერავს ქარი და ყველაფერს ურცხვად გაფანტავს

* * *

თუ დაილია გზები ჩვენი ერთად სავალი
თოთო ბავშვივით საყელოზე დაგექაჩები
და თუ წასვლაში გესახება გამოსავალი
მაშინ შენ წადი მე შენს ნაპოვნ ხესთან დავრჩები

* * *

თითქოს არ გელი მაგრამ მაინც მინდა მოხვიდე
თითქოს არ გეძემ მაგრამ მაინც გპოულობ სადღაც
ჩემი არ გესმის მაგრამ მაინც მინდა იცოდე
შენი ხელები მზეზე უკეთ მათბობენ ახლაც

0 comments:

Followers