* * *

მე გუშაგი ვარ ღამის
და შენს ნაკვალევს ვეძებ
სულმა წამძლიოს ლამის
და მოგიჩოჩდე გვერდზე
წელზე მოგხვიო ხელი
ჩემსკენ მოგზიდო ნაზად
შენი პერანგი თხელი
გვქონდეს პირობით ხაზად

ამოგვივარდეს გული
გაგვიასმაგდეს სუნთქვა
ამოგვიდუღდეს სული
სხეულმა იწყოს თუთქვა
შენს ტკბილ უმანკო სხეულს
ჩემი ზვირთებით ვგლეჯდე
მთელს ჩემს სიცოცხლეს მივცემ
ახლა რომ გვერდით მეჯდე

0 comments:

Followers