* * *
დღეს ჩემთან ისევ გაწვიმდა
წვიმა მიყვება არაკებს
დღეს შენს წამწამებს აწვიმდა
მეც წვიმა მალაპარაკებს
დღეს ჩემთან ისევ ქარია
ხელში ჩემს ფიქრებს რომ იღებს
შენი ხმაც დაუფარია
ქარი დღეს ბოლოს მომიღებს
დღეს ჩემთან ისევ გათოვდა
თოვლი ჩემს გრძნობებს აშიშვლებს
დღეს შენს გაშლილ თმებს ათოვდა
მე ეს სითეთრე მამშვიდებს
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Followers
0 comments:
Post a Comment