* * *
სიცივემ მოიცვა ხნიერი მიწა და
თოვლმა სპეტაკი სხეულით დაფარა
ალბათ ძალიან, ძალიან სციოდა
გულზედ რომ მომეკრა, თავი შეაფარა...
დათოვლილ სახეზე სიცივე თრთოდა და
ყინვა დანამულ ბაგეებს ხეთქავდა
ფიფქები არეულ ფიქრებად თოვდა და
გულებიც არეულ რითმებად ფეთქავდა
გული გულს უსმენდა, რითმებში ჰყვებოდა
ბაგე ბაგეს ენთო, სულს გემო ათრობდა
თოვლში გულაღმა გაწოლილ სხეულებს
სახეზე ოცნების ფიფქები ათოვდა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Followers
0 comments:
Post a Comment